Logo

ეკა ბესელია - მოუწევს, ალბათ, ისევ დერეფნებში ეძებოს ადამიანები, ვინც მას რამეს მაინც ეტყვის

პოლიტიკა
10 საათის წინ / 16:18
283
Frontnews image description

დერეფანში ადამიანების საძებნელად წასული ირაკლი კობახიძე წარმოადგენს დღეს იმ დამარცხებულ გუნდს, რომელსაც ცივილიზებული სამყარო არ ელაპარაკება,  - ამის შესახებ “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, კობახიძეს მოუწევს, ალბათ, ისევ დერეფნებში ეძებოს ადამიანები, ვინც მას რამეს მაინც ეტყვის.

"აი, დერეფანში ადამიანების საძებნელად წასული ირაკლი კობახიძე წარმოადგენს დღეს იმ დამარცხებულ გუნდს, რომელსაც ცივილიზებული სამყარო არ ელაპარაკება, არ ემეგობრება. ეს სამწუხარო რეალობაა, რომელშიც იმყოფება დღეს საქართველო, მაგრამ ეს არის ფაქტი. ასე რომ, მას მოუწევს, ალბათ, ისევ დერეფნებში ეძებოს ადამიანები, ვინც მას რამეს მაინც ეტყვის და მერე ამაზე ააგებს ახალ წერილებს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს.

Advertisement