
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი იქნება ყველაზე მეტად სამიზნე. პირველად ამიტომაც გაიჟღერა ივანიშვილის გამოსვლაში პრეზიდენტის გვარმა ასეთ ძალიან ცუდ კონტექსტში, რომ მასში ხედავს რეალურ საფრთხეს, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
“ყველაზე უფრო არადიპლომატიური და ყველაზე უფრო გაუგებარი ენა არის, როდესაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მოქმედ ხელისუფლებას ეუბნება, რომ შენთან არ ვითანამშრომლებ, მე ველოდები შენი ოპონენტი როდის გაიმარჯვებს და ამის შემდეგ დალაგდება ჩვენი ურთიერთობა. პრეზიდენტი იქნება ყველაზე მეტად სამიზნე. პირველად ამიტომაც გაიჟღერა ივანიშვილის გამოსვლაში პრეზიდენტის გვარმა ასეთ ძალიან ცუდ კონტექსტში, რომ მასში ხედავს რეალურ საფრთხეს. ეს შეთანხმებული გზავნილია – “გლობალური ომის პარტია”, “მასონები”, კოსმოსიდან ადამიანები, რომლებიც ყველას და ყველაფრის განადგურებას ფიქრობენ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ სააკაშვილი, გვარამია, ზურაბიშვილი, ხაზარაძე, გახარია, ბოკერია და სხვები უსამშობლო პოლიტიკოსები არიან, რომლებიც ნებისმიერი დავალების შესრულებაზე მოაწერენ ხელს.
თაგები:
ეკა ბესელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს