ეკა ბესელია - ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, ეს ისეთი თემაა, რომ ყველა ფაქტს უნდა იცნობდე


ავტორი
Front News საქართველო
რა მოხდა უშუალოდ იარაღის გასროლამდე და წერილი რამდენად სანდო და სარწმუნოა - წერილის შინაარსიც და წყობაც მაეჭვებს მე, - ამის შესახებ “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ის ვერსია, რომელსაც ზოგიერთი მედია ავრცელებს, საეჭვოა მისთვის.
"ნებისმიერი ფაქტი, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს უკავშირდება, არის საყურადღებო და გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ყველა იმ ვერსიას, რომელსაც სამთავრობო მედია ავრცელებს, ეჭვის თვალით ვუყურებ. გარემოებები, რომელიც ამ ფაქტს წინ უძღოდა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს უკავშირდებოდეს მის თანამდებობაზე ყოფნას და შემდეგ წასვლას.
რა მოხდა უშუალოდ იარაღის გასროლამდე და წერილი რამდენად სანდო და სარწმუნოა - წერილის შინაარსიც და წყობაც მაეჭვებს მე. არაა თვითმკვლელობის გადაწყვეტა მარტივი, აფექტის მდგომარეობაა. თუ ეს წერილი შეიძლება მივიღოთ სანდოდ, აფექტის მდგომარეობაში დაწერილს არ ჰგავს. ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, ეს ისეთი თემაა, რომ ყველა ფაქტს უნდა იცნობდე", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით კლინიკაშია გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, მან თვითმკვლელობა სცადა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.
თაგები:
ეკა ბესელია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს