ეკა ბესელია - ყველა შემდეგი გადაწყვეტილება, რასაც იღებს "ქართული ოცნება", ევროპარლამენტის შეფასებებს ამძიმებს

ავტორი
Front News საქართველო
ყველა შემდეგი გადაწყვეტილება, რასაც იღებს "ქართული ოცნება", ევროპარლამენტის შეფასებებს ამძიმებს, - ამის შესახებ “მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპის საბჭო თვალს ადევნებს "ქართული ოცნების" ნაბიჯებს.
"ევროპის საბჭოს ასამბლეას მუშაობას ვიცნობ ძალიან კარგად, ისინი ადევნებენ თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, კანონებს და ყველაფერს, რაც ხდება. მათ კარგად იციან, რომ საქართველოს ჰყავს პოლიტიკური პატიმრები.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში ხაზგასმულია ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი ყველა სხვა საკითხთან ერთად. მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა კარგად გაიაზრონ, რომ როდესაც ევროპარლამენტი ამბობს, რომ უკუსვლის პროცესი არის უკიდურესად შემაშფოთებელი და კანდიდატი არცერთი ქვეყნის მიმართ არ არის მსგავსი კრიტიკული ანგარიში, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა შემდეგი გადაწყვეტილება, რასაც იღებს "ქართული ოცნება", ამ შეფასებებს ამძიმებს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე ანგარიში 25 თებერვალს წარადგინეს.
თაგები:
ეკა ბესელია




