ეკა ბესელია - რამდენიმე პატიმარი უნდა მომენახულებინა მათივე თხოვნით, ვერ შევედი მხოლოდ იმიტომ, რომ დაჟინებით მოითხოვენ, მოვიხსნა ჯვარი


ავტორი
Front News საქართველო
დღეს, როდესაც რამდენიმე პატიმარი უნდა მომენახულებინა მათივე თხოვნით, ვერ შევედი მხოლოდ იმიტომ, რომ დაჟინებით მოითხოვენ, მოვიხსნა ჯვარი. ეს არის საადვოკატო საქმიანობაში ხელშეშლა, - ამის შესახებ “მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, შემქმნია. ეს წესები არის შეურაცხმყოფელიც და კანონსაწინააღმდეგოც.
"დღეს, როდესაც რამდენიმე პატიმარი უნდა მომენახულებინა მათივე თხოვნით, ვერ შევედი მხოლოდ იმიტომ, რომ დაჟინებით მოითხოვენ, მოვიხსნა ჯვარი. ყოველთვის შევდიოდი ჯვრით. ამაზე ზოგჯერ ოქმს ადგენენ და იყო შემთხვევა, სადაც ოქმიც არ შედგენილა, მაგრამ, ოქმის შედგენა არის ნორმალური. ეს აქაც მოვითხოვე დაწესებულების შიგნით. დაწესებულების ხელმძღვანელს, დირექტორს ვერ ვუკავშირდები, ვერავინ ელაპარაკება, ვერ ურეკავს. მგონია, რომ არ უნდათ დღეს შევიდე და მოვინახულო პატიმრები, რომლებსაც ჩემთან შეხვედრა სურდათ, მათ შორის არის ლევან ხაბეიშვილი.
არასდროს ეს პრობლემა არ შემქმნია. ეს წესები არის შეურაცხმყოფელიც და კანონსაწინააღმდეგოც. ამიტომ, პირველ რიგში, ბატონ სალიას მივმართავ, კეთილი ინებოს და მისდამი დაქვემდებარებულ პენიტენციურ სისტემას აუხსნას კანონის განმარტება.
ეს არის საადვოკატო საქმიანობაში ხელშეშლა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
თაგები:
ეკა ბესელია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს