
ავტორი
Front News საქართველო
რამდენიმე სასტიკი ძალადობის ფაქტი დაკავებული პირების მიმართ უკვე გადაღებულია და ჩანს როგორ სასტიკად სცემეს რამდენიმე წუთის წინ კოლექტიურად ახალგაზრდები, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს.
“დაკავებულ ადამიანს სახეში გამეტებით ურტყამდა რამდენიმე პოლიციელი ….
პირდაპირ ეთერში გავიდა ეს კადრები.
ესაა კანონის დაცვა?
დააკავეთ აბა ეს მოძალადეები თუ კანონის ელემენტარული დაცვის ვალდებულებას გრძნობთ!” – წერს ბესელია.
პარლამენტთან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს, მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცველები დაკავებისას მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებიან.
თაგები:
ეკა ბესელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს