ეკა ბესელია - წინა ხაზზე ვხედავ დღეს ახალი თაობის ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკაში ჩაერთნენ

ავტორი
Front News საქართველო
წინა ხაზზე ვხედავ დღეს ყველაზე აქტიურ ახალგაზრდა, ახალი თაობის ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკაში ჩაერთნენ, - ამის შესახებ “მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ განაცხადა,
მისივე თქმით, ამ ახალგაზრდების გვერდით გამოცდილი, ნდობაშერჩენილი ადამიანები უნდა იდგნენ.
"წინა ხაზზე ვხედავ დღეს ყველაზე აქტიურ ახალგაზრდა, ახალი თაობის ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკაში ჩაერთნენ. მათ არ აქვთ მძიმე წარსული, აქვთ დიდი ენერგია და მათ გვერდზე უნდა იდგნენ გამოცდილი, ნდობაშერჩენილი ადამიანები.
ჩვენ არ გვინდა არც წარსულის ძალები, რომლებიც გამოცდილი არიან და ვნახეთ, როგორ იყვნენ ჩართული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაში და იმ ხალხთან ერთობა, ვხედავთ, რომ არ გამოდის", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
თაგები:
ეკა ბესელია




