
ავტორი
Front News საქართველო
თუ ვერ დადგებიან ერთად პოლიტიკური ლიდერები, ნუ დადგებიან. პრეზიდენტი იქნება ხალხთან ერთად, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა სხვა მოცემულობაა და ყველა საჯარო მოხელე გამოცდის წინაშეა.
“თუ ვერ დადგებიან ერთად პოლიტიკური ლიდერები, ნუ დადგებიან. პრეზიდენტი იქნება ხალხთან ერთად და ეს ხალხი დგას წინ. წინა ფლანგზე იდგეს ის ხალხი, ვისაც ვერ აკონტროლებს ივანიშვილი, ვისაც გავლენა არ აქვს, ვისაც ვერ მოერევა. ეს არის ფორმულა, რომლითაც უნდა დაამარცხო კოლექტიური ღალატის მონაწილეები.
დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ამ ვადის გასვლის შემდეგაც ბრძოლას გააგრძელებს ახალი მოცემულობიდან.
ყველა საჯარო მოხელეს ახლა უდგას გამოცდა. ვისაც როგორ შეუძლია, ყველგან უნდა შექმნას წინააღმდეგობის ინდივიდუალური ეპიზოდები”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
თაგები:
ეკა ბესელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს