
ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილის დასანქცირების შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება აისახება ქვეყანაზე, – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული, ამან შესაძლოა, ევროინტეგრაციის პროცესის ტემპი შეაჩეროს.
“არ არის მხოლოდ ივანიშვილის პერსონალური სანქცირების პრობლემა, ის იმდენად არის დაკავშირებული მმართველ პარტიასთან, ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, მნიშვნელოვნად მოახდენს გავლენას ჩვენ ქვეყნისათვის მისაღებ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე. მათ შორის, რაც შეეხება, ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის პროცესს. აქ მხოლოდ კითხვებზე პასუხის გაცემა არ იქნება საკმარისი, ყველაფერი დამოკიდებულია ახლა იმაზე როგორ გამოიყურება საქართველოს ხელისუფლება. ვშიშობ, რომ ამან შეიძლება შეაჩეროს ევროინტეგრაციის ტემპი“, – განაცხადა ბესელიამ.
თაგები:
ეკა ბესელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს