Logo

ეკა გიგაური – აუცილებელია, კონკრეტულმა პასუხისმგებელმა ჯგუფებმა გარკვეული აქტივობები განახორციელონ

პოლიტიკა
426
Frontnews image description

აუცილებელია, კონკრეტულმა პასუხისმგებელმა ჯგუფებმა გარკვეული აქტივობები განახორციელონ. მნიშვნელოვანია საერთო გეგმისა და მოთხოვნის გარშემო გაერთიანება,  – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა თბილისში მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

გიგაური დარწმუნებულია, რომ ამ პროცესში გამარჯვება ხალხის იქნება.

“მე მგონია, რომ ჩვენ მოვიგებთ ამ ბრძოლას, ეს ნამდვილად ასე იქნება ზუსტად იმის გამო, რომ ჩვენ ვართ სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ. არავინაა ამ აქციების ორგანიზატორი, ადამიანები ფიქრობენ, რომ ესაა თავიანთი ვალი, რომ დაიცვან ქვეყანა და დაიცვან თავი.

უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელია, კონკრეტულმა პასუხისმგებელმა ჯგუფებმა გარკვეული აქტივობები განახორციელონ. მნიშვნელოვანია საერთო გეგმისა და მოთხოვნის გარშემო გაერთიანება. უნდა ვიცოდეთ, რა პირობებში უნდა ვითხოვდეთ ჩვენი პირობების განხორციელებას.

კოორდინირებული უნდა ვიყოთ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობისას. უნდა ვიცოდეთ როგორ და რაზე ვსაუბრობთ მათთან”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ აქცია მიმდინარეობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები