
ავტორი
Front News საქართველო
დასავლელმა პარტნიორებმა უკვე დაიწყეს თანამშრომლობის გადახედვა საქართველოს მთავრობასთან. კარგი არის ის, რომ ისინი ყოფენ ხალხს და საქართველოს მთავრობას და მმართველ პარტიას, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო სექტორი დარტყმის ობიექტი იქნება.
“ჩვენ მათი მხრიდან ვიქნებით დარტყმის ობიექტები, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ის, რომ ჩვენი ფოკუსი მიმართულია იმისაკენ, რომ დავაკვირდეთ არჩევნებს ჩვენი ქვეყნისთვის. ამაზე ვსაუბრობთ ჩვენც და ამაზე საუბრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. მათ უკვე დაიწყეს თანამშრომლობის გადახედვა საქართველოს მთავრობასთან.
კარგი არის ის, რომ ისინი ყოფენ ხალხს და საქართველოს მთავრობას და მმართველ პარტიას”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
თაგები:
ეკა გიგაური
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს