
ავტორი
Front News საქართველო
ოქტომბრის არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, იმიტომ, რომ ამ დროს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი, ამიტომ, ველოდები ძალიან ბევრ საერთაშორისო დელეგაციას, – მის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები დელეგაციებთან ისაუბრებენ იმ საკითხებზე, რომელიც არსებობს წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში.
“ოქტომბრის არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, იმიტომ, რომ ამ დროს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი, თუ რა მიმართულებით მიდის ქვეყანა, ეს არის რუსეთი, თუ ევროპა. ამიტომ, ეს არის გათვალისწინებული ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან და რა თქმა უნდა, ამიტომ, ველოდები ძალიან ბევრ საერთაშორისო დელეგაციას, მათ შორის, ევროსაბჭოს დელეგაციას ვხვდებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ თუ რა ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, ვისაუბრებთ იმ გავლენებზე, რაც მოაქვს “რუსულ კანონს”, ვისაუბრებთ აგრესიულ კამპანიაზე, რაც მომდინარეობს ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის, სადამკვირვებლო მისიებთან მიმართებით”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
თბილისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ელოდებიან. დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებთან, ცესკოსა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებთან, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.
თაგები:
ეკა გიგაური
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს