Logo

ეკა გიგაური – ძალიან არასერიოზულ პროცესს ვუყურებთ ჩვენც და საერთაშორისო საზოგადოებაც

პოლიტიკა
374
Frontnews image description

ფაქტობრივად, კომედიურ სერიალს ვუყურებთ მთელი საქართველო თუ რა ხდება სასამართლოში, მეორე მხრივ კი, ვხედავთ, რას აკეთებს პროკურატურა, – ამის შესახებ “საერთაშორისო – გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მიმდინარე თემებზე ზუსტად და სწორადაა ინფორმირებული საერთაშორისო პარტნიორობაც.

“ფაქტობრივად, კომედიურ სერიალს ვუყურებთ მთელი საქართველო თუ რა ხდება სასამართლოში, მეორე მხრივ კი, ვხედავთ, რას აკეთებს პროკურატურა. პროკურატურა იმათ კი არ იწვევს დაკითხვაზე, ვინც აშკარად პირდაპირ არის ჩართული დანაშაულში, არამედ სხვებს ეკითხება სახელს და გვარებს იმათსას, ვინც იკვეთება ვიდეოებში. ძალიან არასერიოზულ პროცესს ვუყურებთ ჩვენც და საერთაშორისო საზოგადოებაც, შესაბამისად, მათ კითხვები აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები, მათ ზედმიწევნით სწორად აქვთ ინფორმაცია, რაც ხდება არჩევნების შემდეგაც”, – განაცხადა გიგაურმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები