ეკა გიგაური – ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა და ამ ბრძოლაში არ უნდა დავიღალოთ


ავტორი
Front News საქართველო
ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა და ამ ბრძოლაში არ უნდა დავიღალოთ, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველამ უნდა დაინახოს, რომ ქართველ საზოგადოებას ევროკავშირის წევრობა სურს.
“ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა და ამ ბრძოლაში არ უნდა დავიღალოთ. ჩვენ უნდა ვანახოთ ყველას, საკუთარ თავებსაც და მთელ მსოფლიოს, რომ კი, ჩვენ ვართ განსხვავებულები, კი, ჩვენ გვაქვს სხვადასხვანაირი მოსაზრებები, ჩვენ მათ შორის სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნება გვაქვს, მაგრამ არის ერთი საკითხი, რის გარშემოც ჩვენ ვერთიანდებით და ეს არის საქართველოს ევროკავშირში წევრობა“, – განაცხადა გიგაურმა.
20 ოქტომბერს, 17:00 საათზე ევროპული მარში იგეგმება. მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანზე, გმირთა მოედანზე, 300 არაგველზე და ასათიანისა და ამაღლების ქუჩის კვეთაზე შეიკრიბებიან და თავისუფლების მოედნისკენ გაემართებიან.
თაგები:
ეკა გიგაური

ეკა გიგაური – ეს არის ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის

ეკა გიგაური – საერთაშორისო საზოგადოებას უნდა ვანახოთ, რომ ქართველი ხალხი იბრძვის და არასდროს არ დაიღლება ამ ბრძოლაში

ზელენსკი – მშვიდობა ჩვენზე მეტად არავის უნდა, ჩვენ ვართ, ვინც ამ ომში ვცხოვრობთ, ეს არის ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი გადარჩენისთვის