
ავტორი
Front News საქართველო
მე ვერც წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში მოვიდოდა დრო, როდესაც საქართველოს მთავრობა ღიად იტყოდა, რომ მას არ უნდა ევროკავშირი და უნდა რუსეთი, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
“როდესაც საუბარია ამ კანონის აღსრულებაზე, აქ უფრო მეტად მკაცრდება ის ღონისძიებები, რომელსაც იღებენ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები. მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილებები არის კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებაში მუშაობენ, მაინც, ეს არის ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის.
მე ვერც წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში მოვიდოდა დრო, როდესაც საქართველოს მთავრობა ღიად იტყოდა, რომ მას არ უნდა ევროკავშირი და უნდა რუსეთი”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
თაგები:
ეკა გიგაური
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს