ეკა გიგაური – გადავწყვიტეთ იმ მოსამართლეების დასახელება, რომლებიც მიკერძოებულად იქცევიან სასამართლო სხდომების დროს


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გადავწყვიტეთ იმ მოსამართლეების დასახელება, რომლებიც მიკერძოებულად იქცევიან სასამართლო სხდომების დროს, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
მან იმ მოსამართლეთა ვინაობა გაასაჯაროვა, რომლებიც აქციაზე დაკავებულების საქმეებს განიხილავენ.
“ჩვენ გადავწყვიტეთ იმ მოსამართლეების დასახელება, რომლებიც მიკერძოებულად იქცევიან სასამართლო სხდომების დროს.
ესენი არიან: თამარ მჭედლიშვილი – რომელმაც განიხილა ანდრო ჭიჭინაძის, ალეკო ელისაშვილის, ნიკოლოზ კაციას და სხვების საქმეები;
ირაკლი ხუსკივაძე – განიხილავდა “დაფიონის” დამფუძნებლის ზვიად ცეცხლაძის და კიდევ 7 დაკავებულის საქმეს.
დავით კურტანიძე – განიხილავდა მათე დევაძის საქმეს
ლელა მარიდაშვილი – განიხილავდა გიორგი ახობაძის და საბა სხვიტარიძის საქმეებს;
დავით მგელიაშვილი – განიხილავდა საბა ჯიქიას და ანზორ კვარაცხელიას საქმეებს;
არსენ კალატოზიშვილი;
ნანა შამათავა – განიხილავდა დავით ლომიძის და თენგო ზასოხაშვილის საქმეებს;
ლევან ყოლბაია – განიხილავდა ბათუმში დაკავებული პროფესორის და 4 სტუდენტის საქმეს;
თეონა ეპიტაშვილი.
სასამართლო პოლიტიკურ მართლმსაჯულებაშია ჩართული და არ ემსახურება საზოგადოებას, კანონის მოთხოვნებს.
დაკავებულებს აიძულებენ კონკრეტული ჩვენებები მისცენ. ჩვენ ვთხოვთ პროკურატურას, რომ ამ კონკრეტული ადამიანების პატიმრობა შეიცვალოს სხვა ღონისძიებით”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
თაგები:
ეკა გიგაური

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა