Logo

ეკა გიგაური – იმ ადამიანების სახელები და გვარები იქნება ცნობილი, ვინც არიან ჩართული ამ საქმიანობაში

პოლიტიკა
11.12.2024 / 14:32
Frontnews image description

იმ ადამიანების სახელები და გვარები იქნება ცნობილი, როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ვინც არიან ჩართული ამ საქმიანობაში, –  ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ბრიფინგზე განაცხადა.

გიგაური მოუწოდებს საჯარო მოხელეებს, არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს.

“ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, განსაკუთრებით, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს და სასამართლოში მყოფ მოსამართლეებს – არ ჩაერთონ ამ ძალადობაში საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, არ ჩაჰყვნენ მმართველ პარტიას და  ბიძინა ივანიშვილს უფსკრულში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისინი, პირველ რიგში, ემსახურებიან საქართველოს კანონმდებლობას და ქართველ ხალხს.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია დაკავებულების მხრიდან, რომ მათთან მიდიან კონკრეტული პოლიციელები და ეუბნებიან, რომ ისინი ამას ემიჯნებიან.  ყველას მოვუწოდებ, გაუწიონ წინააღმდეგობა ამ ყველაფერს და არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები და არ იმოქმედონ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. იმ ადამიანების სახელები და გვარები იქნება ცნობილი, როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. მათ აინტერესებთ, ვინ არიან კონკრეტული პირები, რომლებიც ჩართული არიან ამ საქმიანობაში”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები