
ავტორი
Front News საქართველო
ბიძინა ივანიშვილის რუსეთისადმი დამოკიდებულება იქნება საფუძველი, რომ დასავლელი პარტნიორები სერიოზულად დაინტერესდნენ ამ ფაქტით – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება რუსეთ-უკრაინის ომის საკითხთან და და ბიძინა ივანიშვილის რუსული კავშირები ერთიანობაში მძიმე ვითარებას ქმნის.
„კვირების განმავლობაში იყო განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ ისინი არ უერთდებიან საერთაშორისო სანქციებს. მათ აქვთ ცუდი დამოკიდებულება, ზოგადად, უკრაინის მთავრობასთან მიმართებით. ელიტას და განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილს კარგი კონტაქტები აქვთ რუსეთში. მას ქონდა ძალიან ბევრი ბიზნეს ინტერესი იქ და დარწმუნებული ვარ, ეს ბიზნეს ინტერესი მას კვლავ აქვს რუსეთში. ყველაფერს ამას ერთობლიობაში თუ განვიხილავთ, იმასაც თუ შევხედავთ, რომ ის ფაქტობრივად, მხარდაჭერას უცხადებს რუს ოლიგარქს, მაშასადამე, რუსეთის მთავრობას. ასეთ დამოკიდებულებას ხედავენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რა თქმა უნდა, ეს იქნება საფუძველი, რომ ისინი სერიოზულად დაინტერესდნენ ამ ფაქტით“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
თაგები:
ეკა გიგაური
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს