ეკა გიგაური – კი, მე მოვუწოდებ ადამიანებს, რომ ხმა მისცენ ევროკავშირს. თუ ეს არის ჩემი პრობლემა, კარგად ყოფილა მათი საქმე


ავტორი
Front News საქართველო
კი, მე მოვუწოდებ ადამიანებს, რომ ხმა მისცენ ევროკავშირს და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. თუ ეს არის ჩემი პრობლემა, კარგად ყოფილა მათი საქმე. ჩვენ ხელისუფლების არ გვეშინია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, მის ორგანიზაციას ანტიკორუფციული ბიუროსგან ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია.
“ჩვენ ჯერჯერობით ოფიციალური შეტყობინება არ მიგვიღია, შევხედავთ, რა დასაბუთება აქვს ანტიკორუფციულ ბიუროს. ერთადერთი, რაც შემიძლია, ვთქვა – კი, მე მოვუწოდებ ადამიანებს, რომ ხმა მისცენ ევროკავშირს და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. თუ ეს არის ჩემი პრობლემა, კარგად ყოფილა მათი საქმე. ჩვენ ხელისუფლების არ გვეშინია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი და საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი იმისათვის, რომ ეს მოხდეს”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
ანტიკორუფციულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, “აირჩიე ევროპა“ და მათი ხელმძღვანელები საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოაცხადა და მათზე კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის განაცხადებით, “ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაში მოცემულია კონკრეტული ფაქტები, რომელიც უტყუარად ადასტურებს, რომ ეს ორგანიზაციები პოლიტიკურ პროცესებში ჩართულები არიან და ამისთვის კონკრეტული მატერიალური რესურსები, საკმაოდ მოცულობითი ხარჯები იხარჯება”.
თაგები:
ეკა გიგაური

კელი დეგნანი – მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, უზრუნველყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი დათვლილი

კელი დეგნანი – მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, უზრუნველყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი დათვლილი

შალვა პაპუაშვილი – ნურავინ თავს ნუ იტყუებს და ნუ იმშვიდებს, ეს კატასტროფული მარცხი მათთვის ნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა ადგილი მიუჩინა