Logo

ეკა გიგაური – კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პროკურორებს, პოლიციელებს და მოსამართლეებს, დაფიქრდნენ, სად მიჰყვებიან ივანიშვილს

პოლიტიკა
1054
Frontnews image description

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პროკურორებს, პოლიციელებს და მოსამართლეებს, დაფიქრდნენ, სად მიჰყვებიან ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციების პროცესი გაგრძელდება.

“ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, მაგრამ მგონია, რომ გაგრძელდება კიდეც. ჩვენ რომ შევხედოთ, ვინ სანქცირდება, ესენი არიან პროკურორები, პოლიციელები და მოსამართლეები.  ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს, რომლებიც უკანონო გადაწყვეტილებას იღებენ, ჩართულები არიან იმ 53 ადამიანის საქმეში, რომლებიც დღეს უკანონოდ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. ასევე, ის ცრუ მოწმე პოლიციელები, რომლებიც ეხმარებიან მოსამართლეებს და პროკურორებს, რომ ეს  ადამიანები ციხეებში მოხვდნენ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პროკურორებს, პოლიციელებს და მოსამართლეებს, დაფიქრდნენ, სად მიჰყვებიან ბიძინა ივანიშვილს”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

საქართველოს მაღალჩინოსნებს 3 მარტს სამმა ქვეყანამ – ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ შეზღუდვები დაუწესა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები