
ავტორი
Front News საქართველო
რაღა უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში აღარ ვიცი, რომ საზოგადოების აზრზე გავლენების მქონე პირებმა, მათ შორის პოლიტიკოსებმა, ეკლესიის წარმომადგენლებმა შეწყვიტონ ხალხის წაქეზება, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური სოციალურ ქსელში წერს.
“როგორც ჩანს, 5 ივლისის დროს 50-ზე მეტი ნაცემი ჟურნალისტი და ლექსო ლაშქარავას სიკვდილი საკმარისი არაა. “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებმა, კრიტიკულ ჟურნალისტებზე მათმა სიტყვიერმა თავდასხმებმა, მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტების არ გამოძიებამ, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიამ გამოიწვია ის, რომ ჟურნალისტებზე ყველაფრის გადაბრალება და მათი ლანძღვა ნორმა გახდა.
რაღა უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში აღარ ვიცი, რამდენი ჟურნალისტი უნდა დაშავდეს (ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 91 ჟურნალისტზე მოხდა თავდასხმა), რომ საზოგადოების აზრზე გავლენების მქონე პირებმა, მათ შორის პოლიტიკოსებმა, ეკლესიის წარმომადგენლებმა შეწყვიტონ ხალხის წაქეზება”, – წერს გიგაური.
თაგები:
ეკა გიგაური
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს