Logo

ეკა გიგაური – მთავარი არის ის, რომ ჩვენ ერთი მიზნისკენ ერთად მივდიოდეთ

პოლიტიკა
1233
Frontnews image description

გუშინდელი დღე იყო მაგალითი იმისა, თუ რა მოაქვს ერთობას, კოორდინაციას. გუშინდელი დღე შედგა. მე ვფიქრობ, რომ აღარც რაოდენობას აქვს მნიშვნელობა, – ამის შესახებ “საერთაშორისო – გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბრძოლა გრძელდება სასამართლოებშიც.

“გუშინდელი დღე იყო მაგალითი იმისა, თუ რა მოაქვს ერთობას, კოორდინაციას. გუშინდელი დღე შედგა. მე ვფიქრობ, რომ აღარც რაოდენობას აქვს მნიშვნელობა, მთავარი არის ის, რომ ჩვენ ერთი მიზნისკენ ერთად მივდიოდეთ. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ბრძოლას სასამართლოს დარბაზებშიც, საერთაშორისო ასპარეზზეც, სადაც ჩვენს პარტნიორებს ყველაფერთან დაკავშირებით ვაწვდით ინფორმაციას, მაგრამ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთმანეთთან შეთანხმებულად. მხოლოდ ეს მიგვიყვანს გამარჯვებამდე”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქცია “დაიბრუნე ხმა” გუშინ დაიწყო. აქციის მონაწილეებმა რუსთაველიდან მსვლელობით თსუ-ისკენ გადაინაცვლეს და ღამე კარვებში გაათენეს. საპროტესტო აქცია ახლაც გრძელდება. მთავარი მოთხოვნა არჩევნების ხელახალი დანიშვნაა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები