
ავტორი
Front News საქართველო
სარჩელი შეგვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში. ამის შემდეგ, სტრასბურგსაც განვიხილავთ. სხვადასხვა გეგმა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, როგორ შევაჩეროთ ამ კანონის ამოქმედება, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს თუ ვინ აწერს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის ამოქმედებას ხელს.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსი იქნება, თუ მოსამართლე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოშია, ან ის მოსამართლე, რომელიც აჯარიმებს ჩვენს აქტივისტებს, ყველა ეს ადამიანი იდენტიფიცირებული გვყავდეს და ვიცოდეთ, ვინ აწერს ხელს რუსული კანონის ამოქმედებას და საქართველოს რუსეთისკენ წაყვანას.
ამიტომაც, ერთ-ერთი მიზეზი ზუსტად არის ის, რომ სარჩელი შეგვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში. ამის შემდეგ, სტრასბურგსაც განვიხილავთ, სადაც შეგვაქვს სარჩელი, ეს სამუშაოები უკვე, ფაქტობრივად, დასრულებული და ყველაფერი გაკეთებულია. ამიტომ, ჩვენ მედგრად და აქტიურად ვართ, სხვადასხვა გეგმა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, როგორ შევაჩეროთ ამ კანონის ამოქმედება”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
თაგები:
ეკა გიგაური
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს