
ავტორი
Front News საქართველო
ისინი შეეცდებიან, რომ არაკომფორტულ ვითარებაში ჩააყენონ, როგორც ჟურნალისტები, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ ამ ზღვა ხალხს არაფერი გააჩერებს, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
“როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებაზე ვსაუბრობდით, ზუსტად, აი, ამას ვგულისხმობდით, რომ არც ერთი ინსტიტუტი არ არის, რომელიც მოემსახურება ხალხის, საზოგადოების ინტერესებს, რომელიც იმოქმედებს კანონის შესაბამისად და დააიგნორებს ერთი რომელიმე ადამიანის, ერთი რომელიმე კაცის დავალებებს.
რა თქმა უნდა, ისინი შეეცდებიან, რომ არაკომფორტულ ვითარებაში ჩააყენონ, როგორც ჟურნალისტები, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ახალგაზრდები და ასე შემდეგ, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ ამ ზღვა ხალხს არაფერი გააჩერებს”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
თაგები:
ეკა გიგაური
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს