
ავტორი
Front News საქართველო
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში ოდესმე რომელიმე მაღალ თანამდებობაზე იქნებოდა ადამიანი, რომელიც საქართველოს დამცველებს და რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლებს პატივს არ მიაგებდა, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” დირექტორი ეკა გიგაური სოციალურ ქსელში წერს.
“არ ვიცი რა შეიძლება დავწერო, რომ გამოვხატო ის რასაც ახლა ვგრძნობ. როგორ მოხდა, რომ გვყავს ადამიანები ხელისუფლებაში, რომლებიც საერთოდ არაფერს გრძნობენ საკუთარი მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც სიცოხლე შესწირეს საქართველოს დაუძინებელ მტერთან რუსეთთან ბრძოლას. მათ ხომ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვისაც იბრძოლეს. ამ გმირების გამოც არის, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოს მოქალაქეები უკრაინელი ხალხის გულშემატკივრები არიან, უკრაინასა და მთელ დასავლეთთან ერთად რუსეთის დამარცხება სურთ. ამ ბრძოლით ისინი ჩვენი ქვეყნის ღირსებასაც ხომ იცავენ.
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში ოდესმე რომელიმე მაღალ თანამდებობაზე იქნებოდა ადამიანი, რომელიც საქართველოს დამცველებს და რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლებს პატივს არ მიაგებდა. არ ვიცი ეს რა გვჭირს და ამაზე უარესი რა შეიძლება დაგვემართოს”, – წერს გიგაური.
თაგები:
ეკა გიგაური
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს