
ავტორი
Front News საქართველო
ვთხოვთ მოქალაქეებს, ვისაც უნდათ, რომ წვლილი შეიტანონ, დაიცვან ჩვენი მოქალაქეების ხმები, შემოგვიერთდნენ, დარეგისტრირდნენ დამკვირვებლებად და ჩვენ ერთად შევძლებთ იმას, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქის ხმა იქნება დაცული, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, არსებობს უპრეცედენტო გაერთიანება, რომლებიც სადამკვირვებლო მისიის შექმნას აპირებენ.
“ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო გაერთიანება ქართული სამოქალაქო სექტორის, აქტივისტების ჯგუფების და საქართველოს გულანთებული პატრიოტების, რომლებიც ვაპირებთ ყველაზე დიდი სადამკვირვებლო მისიის შექმნას. ჩვენ გვეყოლება დამკვირვებლები ყველა უბანზე.
ვთხოვთ მოქალაქეებს, ვისაც უნდათ, რომ წვლილი შეიტანონ, რომ დაიცვან ჩვენი მოქალაქეების ხმები, რომ შემოგვიერთდნენ, დარეგისტრირდნენ დამკვირვებლებად და ჩვენ ერთად შევძლებთ იმას, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქის ხმა იქნება დაცული”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
თაგები:
ეკა გიგაური
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს