
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი, რომელმაც მთელი თავის ცხოვრება ბნელი საბჭოეთიდან ქვეყნის დახსნას მიუძღვნა და გაძაღლებული დღეების გასატანად ტყეში აღმოჩნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, რუსული ტყვიით არის მოკლული, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ეკა ხერხეულიძე წერს.
“1993 წლის 30 დეკემბერის Вести-ის 7 საათიანმა გამოშვებამ გვაუწყა, რომ საკუთარი ხალხის მიერ ქვეყნიდან განდევნილმა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ, სამეგრელოს ტყეში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე… სინამდვილეში, კრემლმა ცოცხალი ადამიანის ნეკროლოგი ნაადრევად წაიკითხა და Вести-ის წინასწარმეტყველების სასურველი შედეგი, მეორე დღეს, 31 დეკემბერს დადგა.
მას მერე ირჩევა საკითხი – თავი მოიკლა თუ მოკლეს, რაზეც 30 წელი ერთი პასუხი მაქვს – პრეზიდენტი, რომელმაც მთელი თავის ცხოვრება ბნელი საბჭოეთიდან ქვეყნის დახსნას მიუძღვნა და გაძაღლებული დღეების გასატანად ტყეში აღმოჩნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, რუსული ტყვიით არის მოკლული”, – წერს ხერხეულიძე.
თაგები:
ზვიად გამსახურდია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს