
ავტორი
Front News საქართველო
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სუსტია და ამიტომ, სავარაუდოდ, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს.
როგორც ხერხეულიძემ გორის ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სააკაშვილს გადაადგილება უჭირს.
„მიხეილ სააკაშვილის აქვს წნევა, ვერ მოძრაობს დამოუკიდებლად, ბარბაცით დადის. სავარძლიდან საწოლამდე მანძილი ძალიან პატარაა და სიმყარეს ვერ გრძნობს, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აქვს ისე, რომ დამოუკიდებლად გადაადგილდეს. ჩემი შეხედულებიდან გამომდინარე, ხვალ ის ფიზიკურად ვერ შეძლებს სასამართლოზე დასწრებას. მას გული სწყდება, რადგან სასამართლო არის ერთადერთი შესაძლებლობა, სადაც მას შეუძლია, ეს პლატფორმა გამოიყენოს ტრიბუნად. დასანანია, რომ სავარაუდოდ, ის ვერ შეძლებს გამოცხადდეს სასამართლოზე. ძალიან უნდა, დაესწროს. ის დააკვირდება საკუთარ შესაძლებლობებს დღის ბოლომდე. ამ ეტაპზე ვერ წავა, თუმცა როგორ შეიცვლება ეს მდგომარეობა საათების შემდეგ, არ ვიცი“, – განაცხადა ხერხეულიძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს