Logo

ეკა ხერხეულიძე – გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას სავარაუდოდ, ორშაბათს შეძლებს

პოლიტიკა
23.12.2021 / 19:25
Frontnews image description

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი მესამე პრეზიდენტთან  მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას სავარაუდოდ,  ორშაბათს შეძლებს, – ამის შესახებ ინფორმაცია “ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა” ეკა ხერხეულიძემ გაავრცელა. 

 

როგორც მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ეკა ხერხეულიძემ განაცხადა,  რომ აღნიშნულ შეხვედრას მესამე პრეზიდენტი სიამოვნებით ელოდება. 

 

“მიხეილ სააკაშვილმა იცის, რომ ორშაბათისთვის არსებობს ნებართვა, სიამოვნებით ელოდება მეოთხე პრეზიდენტთან შეხვედრას, რა თქმა უნდა, ეს მოლოდინი არსებობს და ამის შესახებ საუბრობს”, – აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ.

 

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილითან შეხვედრის შესახებ 22 დეკემბერს დააკმაყოფილა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები