
ავტორი
Front News საქართველო
ხელისუფლებას არ აქვს უფლება, მიხეილ სააკაშვილის რეალური სახე დაუმალოს საზოგადოებას, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ეკა ხერხეულიძე აცხადებს.
მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი დაესწროს და მოხდეს პროცესის ტრანსილირება.
“მიხეილ სააკაშვილის პოზიცია არის ცალსახა და მკაფიო, მას სურვილი აქვს საზოგადოებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ ის ნახოს ისეთი, როგორიც რეალურად არის. მინდა ყველამ ნახოს ის, რადგან ყველას ჰგონია, რომ ჩვენ ვინც ვნახულობთ მას, ვაჭარბებთ შეფასებებში და ვითარებას ვაბუქებთ.
ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ მას არ შეუძლია გადაადგილება, მოიყვანონ რა ხერხითაც უნდათ და საზოგადოებას აჩვენონ კადრი, როგორ გამოიყურება ის. თუ ეს ვერ მოხერხდება, მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, კლინიკაში ჩატარდეს პროცესი, ოღონდ ეს გადაიცემოდეს ეთერში.
ჩვენ არ გვაქვს ჩვეულებრივ პატიმარზე საუბარი, საზოგადოებას აქვს უფლება მომხრესაც, არამომხრებსაც, ხელისუფლებას არ აქვს უფლება მიხეილ სააკაშვილის რეალური სახე დაუმალოს საზოგადოებას“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის უკიდურესად ცუდად.
“ადამიანი ყოველდღიურად იფერფლება და საშველი არსაიდან არ ჩანს“, – განაცხადა ხერხეულიძემ.
9 დეკემბერს, 13:00 საათზე მიხეილ საკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესია ჩანიშნული.
თაგები:
ეკა ხერხეულიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს