
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ მოინახულა.
ხერხულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს კოვიდი არ დაუდასტურდა.
“საბედნიეროდ, არ დადასტურდა კოვიდი, რაც კარგია, მაგრამ ეს მის მდგომარეობას არ აუმჯობესებს იმიტომ რომ თქვენ იცით, დღის განმავლობაში 3 ან 4 გადასხმა მაინც უკეთდება მას იმისთვის, რომ გამძლეობა ჰქონდეს ადამიანს უბრალოდ კლინიკაში ყოფნის.
დღეს უკვე აღარ აქვს ამის უნარი იმიტომ, რომ ვენებს არ აქვს მიმღეობა მედიკამენტების. გადასხმის შეფერხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის ძალიან სახიფათო ამბავია და მე ვფიქრობ, რომ მთავარი თემა, რაზეც უნდა ვკონცენტრირდეთ, არის მისი დაუყოვნებლივ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება, რაც გამოიხატება აქედან გაყვანაში. სხვაგვარად მე გამოსავალი არ მეგულება”, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს