Logo

ეკა კუპატაძე - 17 იანვრის აქცია გადაიდო, გადმომეცა საქმის მასალები, ჩავუჯდები დეტალებს და რისხვის ტალღა მერე ნახონ!

საზოგადოება
196
Frontnews image description

გადმომეცა საქმის მასალები, ჩავუჯდები დეტალებს და რისხვის ტალღა მერე ნახონ!, - ამის შესახებ მოკლული გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აღნიშნული მიზეზების გამო, 17 იანვრის აქცია გადაიდო.

“17 იანვრის აქცია გადაიდო. გთხოვთ, დამეხმარეთ ამ საინფორმაციო განცხადების გავრცელებაში!

ხალხის უდიდესი და უანგარო თანადგომით მოვახერხე, რომ დაიწყო მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა!

ყველა ინფორმაციას მოგაწოდებ საზოგადოებავ, თქვენთან ვალში ვარ!

დღეს მხოლოდ იმას გეტყვით, რომ გადმომეცა საქმის მასალები, ჩავუჯდები დეტალებს და რისხვის ტალღა მერე ნახონ!!!

ცოტა ხნით აქციის გადადება მომიწევს, მე არ მინდა აქცია აქციისთვის. აქცია მინდა ბრძოლისთვის!

ამიტომ, ჯერ ვნახავ რა დევს საქმის მასალებში და ბრძოლის სტრატეგიას იმის მიხედვით განვსაზღვრავ.

მე ვცოცხლობ გიგასთვის!

ჩემი ხერხემალი ჩემი გიგას ღირსებაა!

სახელმწიფოს ხერხემალი სამართალია!

P.S. ნია იმნაძის დედავ, დაქალის ქმარი მომიკითხე!", - წერს ეკა კუპატაძე. 

28 წლის გიგა ავალიანი თბილისში არასრულწლოვნების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. საქმეზე ოთხი პირია დაკავებული - ოთხიდან სამს, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, ერთს კი ბრალი 117-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წაყენებული (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა).

ოჯახი მოითხოვს, რომ საქმე ჯგუფური დანაშაულის კვალიფიკაციით შეფასდეს და ყველა დამნაშავე, მათ შორის, შესაძლო თანამონაწილეები პასუხისგებაში მიეცეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები