ეკა კუპატაძე - პროკურატურამ აღიარა წინა ბრალის აბსურდულობა, რასაც მე საჯაროდ ვყვიროდი

ავტორი
Front News საქართველო
პროკურატურამ აღიარა წინა ბრალის აბსურდულობა, რასაც მე საჯაროდ ვყვიროდი, - ამის შესახებ მოკლული გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ განაცხადა.
"იმ არასრულწლოვანის დედა რომ ამბობს, ათივე ტომი ვნახეო, რას ათვალიერებდა, იმას, რაზეც მე კაპლები დამჭირდა? ათივე ტომი თუ ნახა, რას ათვალიერებდა, ჩემი გიგას გვამით ტკბებოდა? ჩემი გიგას გვამი მაყვირებს ზუსტად.
არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი თემქაზეო, მკვლელ ა.გ-ს უწერია სამი საათი ვუსატკავეო, აი, რისთვის წამოჰყვა მეგობარს თემქაზე საათი, "საბირჟაოდ"? ახალი ბირჟა ნახეს? ქუჩაში ვიყავითო და ქუჩაში არ იყვნენ, აგერ იყვნენ ჩემი კორპუსის წინ, საიდანაც მერე ქვა აიღო მკვლელმა იმ გრძელ სკამზე. გადაიღეს ვიდეო, ეს ვიდეო ჩაუგდეს ა.ნ.-ს.
მეოთხე ტომი ნახე, კარგად დაათვალიერე. იქ წერია, რომ სამივე ბიჭი ერთად ა.გ-ც, გ.რ-ც და დ.ჩ-ც მიდის გ.რ.-ს მამასთან, გურამ რიკაძესთან. გურამ რიკაძე ეს არის წარსულში ნასამართლევი. ჩამოვიდა სპეციალურად 8 ოქტომბერს საქართველოში ამისთვის, 2019 წლის შემდეგ წასულია და ის არიგებს, როგორ უნდა მოიქცნენ, სად რა უნდა თქვან. პროკურატურამ აღიარა წინა ბრალის აბსურდულობა, რასაც მე საჯაროდ ვყვიროდი", - განაცხადა ეკა კუპატაძემ.
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა.
საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა.
გამოძიებით ცნობით, დ.ჩ. -ს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, ა.ნ.-ს კი პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც სამიდან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თაგები:
ეკა კუპატაძე




