ეკა კუპატაძე - აქ იბრძვის ღირსეული, უდანაშაულო ბიჭის გიგა ავალიანის დედა, მე ვერავინ ვერ მომერევა

ავტორი
Front News საქართველო
ნია იმნაძის ადვოკატის სვლა იყო ასეთი - თხრობით რაც უნდოდა, ეთქვა ნია იმნაძეს და მას შემდეგ, რაც უკვე პროკურორი გადავიდოდა შეკითხვებზე, ნია იმნაძე გახდებოდა ცუდად, სად გამექცევა მკვლელი ნია იმნაძე, თუ მას ბრალი არ მიუძღვის, რამ გახადა ცუდად?! - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც მოწმის იდენტიფიცირება მოხდა, მოწმემ გასცა პირველ ორ კითხვას პასუხი, უდავოდ გახადეს ნია იმნაძის ჩვენებები.
"ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, მე ვთქვი წეღან და გავიმეორებ ახლა იმას, რომ მას შემდეგ, რაც მოწმე იდენტიფიცირდა, მოწმემ დადო ფიცი, მან პირველ ორ კითხვას გასცა პასუხი, შემდეგ პროკურორის შეკითხვა იყო, რომ დავსვა პირველი კითხვა? - პროკურორის ამ წინადადებას მოჰყვა ნია იმნაძისგან - თხრობით რომ ვთქვა, შეიძლება? ანუ, იქ უკვე მივხვდით, რომ ნია იმნაძის ადვოკატის სვლა იყო ასეთი - თხრობით რაც უნდოდა, ეთქვა ნია იმნაძეს და მას შემდეგ, რაც უკვე პროკურორი გადავიდოდა შეკითხვებზე, ნია იმნაძე გახდებოდა ცუდად, ეს იყო ძალიან მარტივი გასაშიფრი. ნია იმნაძემ ისევე - ვაიმე, ცუდად ვარო... მოითხოვა ექიმი მისმა ადვოკატმა, რომელიც გვერდზე უჯდა და ეფერებოდა მას, შემოვიდა ექიმი და ამ პერიოდში, სანამ ექიმი შემოვიდოდა, ადვოკატებმა მას შემდეგ, რაც მოწმის იდენტიფიცირება მოხდა, მოწმემ გასცა პირველ ორ კითხვას პასუხი, უდავოდ გაუხადეს ჩვენებები ნია იმნაძისა. სად იყვნენ მანამდე, ხომ იცოდნენ, რომ არასრულწლოვანი მოდიოდა იძულების წესით?!
საქმის გარშემო ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო. პირველი იყო იდენტიფიცირება, ამის შემდეგ გახდა ცუდად. ნასყიდაშვილის ორივე ადვოკატი განსაკუთრებით აქტიურობდა.
შემოვიდა ექიმი და ამ დროს ისმის - დემეტრე ჩიქოვანს თვალში რაღაც ჩაუვარდაო. სპეტაკი შვილი მომიკლეს და ზოგს თვალში რაღაც უვარდება, ზოგს გული უფრიალებს, მე ამას არავის შევარჩენ. ვერ დამემალებიან, როდესაც ზურგს სახელმწიფო მიმაგრებს, მთელი საქართველო. სად გამექცევა მკვლელი ნია იმნაძე, თუ მას ბრალი არ მიუძღვის რამ გახადა ცუდად?! ნია იმნაძემ დღეს ვერ მისცა არა, არ მისცა ჩვენება.
ცირკი დამიდგა უცხო მამრებმა, ყველაფერს გეტყვით დეტალებით, მაგრამ მე მინდა ვთქვა ის, რომ აქ იბრძვის ეკა კუპატაძე, ღირსეული, უდანაშაულო ბიჭის, გიგა ავალიანის დედა. მე ვერავინ ვერ მომერევა. მით უფრო მაშინ, როცა მე ზურგს მიმაგრებთ თქვენ და ზურგს მიმაგრებს სახელმწიფო", - განაცხადა ეკა კუპატაძემ.
სასამართლოში დასაკითხად იძულების წესით მიყვანილი ნია იმნაძე შეუძლოდ გახდა და ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა გადაიყვანა.
28 წლის მასწავლებელი გიგა ავალიანი თბილისში, თემქის დასახლებაში, გასულ წელს არასრულწლოვნების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს - 10 წლითა და 6 თვით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ოჯახი ყველა დამნაშავის დასჯას ითხოვს.
თაგები:
ეკა კუპატაძე




