ეკა სეფაშვილი - სწორედ ასეთი დამოკიდებულებები ამცირებს საქართველოში ევროინტეგრაციისადმი და ევროპული ფასეულობისადმი ნდობას


ავტორი
Front News საქართველო
"ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს შიდა სამართლის ყოველგვარი წესების და ასევე საერთაშორისო სამართლის ყოველგვარი ნორმების დარღვევით ქალბატონი მივიდა მიტინგზე და მხარი დაუჭირა სახელმწიფოს ძალადობრივი მეთოდებით შეცვლის მსურველთა იმ ათიოდე ადამიანს, რომელიც ყოველგვარი კანონების დარღვევით კეტავენ რუსთაველს და ვითომდა პროტესტს გამოხატავენ“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც საქართველოში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობა და მის მიერ გაკეთებული განცხადება შეაფასა.
ეკა სეფაშვილის თქმით, ასეთი ორმაგი სტანდარტები ჩვენი ქვეყნის მიმართ უცხო არ არის.
"ეს ქალბატონი ერთის მხრივ წარმოადგენდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და მეორეს მხრივ, საქართველოში ჩამოსული იყო ეუთოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა. წინა დღით ვიხილეთ მისი პრესკონფერენცია, სადაც მსგავსი არაფერი თქმულა მისი მხრიდან, მსგავს განცხადებას არ ჰქონდა ადგილი და უცებ, მეორე დღეს, საღამოს ვიხილეთ ასეთი გაუგონარი მხარდაჭერა იმ ძალადობისა, რომელსაც მთელს მსოფლიოში ყველა გმობს. ასეთი ორმაგი სტანდარტები უცხო არ არის ჩვენი ქვეყნის მიმართ, სხვადასხვა ევრობიუროკრატების და დასავლელი პოლიტიკოსების მიერ. ქართველი ხალხისთვის ძალიან რთულია ასეთი უსამართლო განცხადებების მოსმენა და ყველაფერ ამაზე მშვიდად რეაგირება. სწორედ ასეთი დამოკიდებულებები ამცირებს საქართველოში ევროინტეგრაციისადმი და ევროპული ფასეულობისადმი ნდობას, რაც კარგი სულაც არ არის და მწუხარებით აღვნიშნავ ამ ფაქტს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
თაგები:
ეკა სეფაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა