Logo

ეკატერინბურგთან ელექტროქიმიურ ქარხანაში ბირთვულმა საწვავმა გაჟონა, არის მსხვერპლი

მსოფლიო
426
Frontnews image description

რუსეთში, ურალის ელექტროქიმიურ ქარხანაში ბირთვულმა საწვავმა გაჟონა, სავარაუდოდ, არის მსხვერპლი, დაშავებულია სულ მცირე სამი ადამიანი.

 

გაჟონვა ელექტროქიმიური სადგურის ერთ-ერთი კონტეინერის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია, რომელშიც ერთი კუბური მეტრის ოდენობის ურანი იყო მოთავსებული.

 

“როსატომის” მტკიცებით, ინციდენტი ლოკალიზებულია და მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის.

 

მედია წერს, რომ გარდაცვლილია ერთი ადამიანი, თუმცა ამ დროისთვის მისი ვინაობა და თანამდებობა უცნობია. “როსატომი” კი გარდაცვალების ფაქტს უარყოფს და ამტკიცებს, რომ ერთი ადამიანი დაშავდა.

 

E1-ის ინფორმაციით, კატასტროფის შემდეგ ქარხნის 100-ზე მეტ თანამშრომელს ექსპერტიზა ჩაუტარდება. ექსპერტების თქმით, თუ ურანის შემცველი კონტეინერი დაზიანდა, საუბარია ქიმიურ საფრთხეზე.

 

ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, “პანიკას არ აჰყვნენ”.

თაგები:

რუსეთი
Advertisement