
ავტორი
Front News საქართველო
დასასრულს უახლოვდება ჩემი სახალხო დამცველის აპარატში მუშაობა, სადაც 9 წელი, 6 თვე და 6 დღე ვიმუშავე სხვადასხვა პოზიციაზე, – წერს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე სოციალურ ქსელში.
“რა თქმა უნდა, იყო ბევრი დაცემა და წამოდგომა; უფრო მეტი – წარმატება.
მოვდივარ და ყოველთვის ჩემთან იქნება სიამაყის განცდა, იმ ცვლილებების გამო, რასაც კოლეგებთან ერთად მივაღწიეთ.
არ დავწერ, როგორი რთული დრო გავიარეთ, რამდენი უძილო ღამე, დარდი და ბრძოლა, თუმცა, ერთი წუთითაც არ ვნანობ განვლილ გზას და მიღებულ გადაწყვეტილებებს. პირიქით, კიდევ ერთხელ გავივლიდი იმ შეგრძნებებისთვის, რაც თან მიმაქვს.
მადლობა ჩემს კოლეგებს, პარტნიორებს, მეგობრებს, ჩემს ოჯახს. ელენეს, სპენსერს და ცუცას ჩემი რეჟიმის გაძლებისთვის.
წინ ბევრი ბრძოლაა და მე ვრჩები ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. სხვაგვარად წარმოუდგენელია”, – წერს სხილაძე.
31 მარტიდან სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობას ტოვებს ასევე გიორგი ბურჯანაძე.
თაგები:
სახალხო დამცველი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს