ეკატერინე ტიკარაძე “ასტრაზენეკას“ ვაქცინით საჩხერის სამედიცინო ცენტრში დღეს აიცრება

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით, რეგიონებში მედიკოსებთან შეხვედრებს იწყებს.
ის დღეს იმერეთს ეწვევა. კერძოდ, საჩხერის სამედიცინო ცენტრში ჩავა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება.
მინისტრი AstraZeneka-ს ვაქცინით საჩხერეში, 14:30 საათზე აიცრება.
"ვგეგმავ რეგიონებში სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებას და დავიწყებ ინტენსიურ შეხვედრებს ჩვენს კოლეგებთან. იმერეთის რეგიონი და საჩხერის კლინიკა იქნება პირველი, სადაც განვახორციელებ ჩემს ვიზიტს" – განაცხადა მინისტრმა.
თაგები:





