Logo

ეკატერინე ტიკარაძე – მოგმართავთ თხოვნით, “ფაიზერის” მეორე დოზაზე რეგისტრაცია მოქალაქეებმა განახორციელონ 24 ივლისის 12:00 საათამდე

საზოგადოება
753
Frontnews image description

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, “ფაიზერის” რეგისტრაცია მეორე დოზებზე დღეს განახლდა. მისი განმარტებით, მოქალაქეები მეორე დოზაზე 24 ივლისის 12:00 საათამდე უნდა დარეგისტრირდნენ, სხვა შემთხვევაში, მათი რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად, იმავე კლინიკაში, სადაც გაიკეთეს ვაქცინის პირველი დოზა.

 

ტიკარაძის განცხადებით, მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება, ჯავშნის ავტომატურად მიღების შემდეგ, მოგვიანებით შეცვალონ თარიღი და კლინიკა.

 

“დღეს უკვე განახლდება “ფაიზერის” რეგისტრაცია მეორე დოზებზე. მათ 37 კლინიკაში ექნებათ საშუალება 26 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით დაჯავშნონ მათთვის სასურველი თარიღი. იცით, რომ “ფაიზერის” ვაქცინაციის მეორე დოზის მიღებაზე რეკომენდაცია არის 21 დღე.

 

მოგმართავთ თხოვნით, რომ “ფაიზერის” მეორე დოზაზე რეგისტრაცია მოქალაქეებმა განახორციელონ 24 ივლისის 12:00 საათამდე. სხვა შემთხვევაში, მათი რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად, იმავე კლინიკაში, სადაც მათ მიიღეს მომსახურება პირველ აცრაზე, თუმცა აქ, რა თქმა უნდა, მოქალაქეებს ვაძლევთ მოქნილობას და მათ ამ ჯავშნის მიღების შემდეგ ექნებათ შესაძლებლობა, შეცვალონ თარიღი და კლინიკა, შედარებით მოგვიანებით”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები