
ავტორი
Front News საქართველო
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, Pfizer-ით ვაქცინაცია ამ ეტაპისთვის მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი.
მისივე განმარტებით, პირველი ეტაპისთვის პროცესში ჩართული იქნება საქართველოს მასშტაბით არსებული 7 კლინიკა.
“დღეობით ჩვენ ვიცით, რომ ჩართული არის ვაქცინაციის პროცესში 3 ვაქცინა: AstraZeneca, Sinopharm-ი და Sinovac-ი და დღეიდან უკვე Pfizer-ის ვაქცინებითაც ჩვენ ვიწყებთ მასიური ვაქცინაციის პროცესს. პირველი ეტაპისთვის ჩართული იქნება საქართველოს მასშტაბით 7 კლინიკა. ეს იქნება რესპუბლიკური საავადმყოფო, ამტელ ჰოსპიტალი, ბოკერიას სახელობის კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი, ასევე გორში სამხედრო ჰოსპიტალი, ქუთაისის დასავლეთის სამედიცინო ცენტრი და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო” – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს