Logo

ეკატერინე ტიკარაძე – საბჭო იმსჯელებს დამატებით ღონისძიებებზე და საჭიროების შემთხვევაში მიიღებს გადაწყვეტილებას

საზოგადოება
1275
Frontnews image description

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამშაბათს, საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს დამატებით ღონისძიებებზე და საჭიროების შემთხვევაში მიიღებს გადაწყვეტილებას.

 

მისივე განმარტებით, დღესდღეობით კლინიკურ სექტორში მობილიზებულია 7 000-მდე საწოლი, საიდანაც 6 000-მდე საწოლი დაკავებულია.

 

“დღეს უკვე ჯანდაცვის სისტემაში იმართება 31 000 პაციენტზე მეტი, აქედან პაციენტების უმრავლესობა მკურნალობას გადის ბინაზე და აქტიურად არიან ჩართულები ოჯახის ექიმები. ეტაპობრივად იზრდება საწოლფონდი კოვიდ-სასტუმროებში და დღეს კლინიკურ სექტორში მობილიზებული არის 7000-მდე საწოლი, საიდანაც 6000-მდე დაკავებულია. ამ ეტაპზე მკურნალობას ინტენსიურ საწოლზე გადის 1200-მდე პაციენტი, რაც, რა თქმა უნდა, არის საყურადღებო.

 

სამშაბათს საბჭო იმსჯელებს დამატებით ღონისძიებებზე და საჭიროების შემთხვევაში მიიღებს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ტიკარაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები