Logo

ეკატერინე ზღულაძე – უკეთესი ცხოვრება და შვილების თავისუფალი მომავალი ალბათ, ყველას უნდა, ამისთვის არჩევანის გაკეთება და ამ არჩევანის დაცვა – ცოტას

პოლიტიკა
522
Frontnews image description

საქართველოს და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრების ყოფილი პირველი მოადგილე ეკატერინე ზღულაძე ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით მიმდინარე პროტესტს ეხმაურება. 

 

“ეს კანონი? არ არის რიგითი ცუდი კანონი. ამ კანონის არ გაპროტესტება არ არის აპოლიტიკურობა. გამოსული ხალხის გვერდში არ დგომა არ არის უბრალო არ მეცალა – არ მეხება. ეს ის გარდამტეხი არჩევანია, რომელიც ნელ-ნელა სიღარიბეში, რეგრესში, უვიცობაში, უღირსობაში ჩაგვძირავს… ან ღირსეული, პერსპექტიული, თავისუფალი, ლაღი, განათლებული, შინაარსიანი მდიდარი მომავლის პერსპექტივას მოგვცემს. 

 

რა შუაშია ევროპა? ევროპა ამ შემთხვევაში ერთსიტყვიანი სინონიმია ცხოვრების სტანდარტის, პიროვნული და ეროვნული ღირსების, პიროვნული და ეროვნული თავისუფლების, განათლების და განვითარების, პიროვნული და ეროვნული უფლებების დაცვის, პიროვნული და ეროვნული სიძლიერის. 
უკეთესი ცხოვრება და შვილების თავისუფალი მომავალი ალბათ, ყველას უნდა, ამისთვის არჩევანის გაკეთება და ამ არჩევანის დაცვა – ცოტას. მაგრამ ეს ის არჩევანია, რომლის გვერდზე გადადება და სხვების აქტიური პოზიციის იმედზე ყოფნა – უბრალოდ ‘მოთმინებით ლოდინი’, ‘მომენტის შერჩევა’ , ‘ჭკუით მოქცევა’ კი არა, პირდაპირ ამ კარგი და სწორი არჩევანის წართმევაა ყველასთვის, საკუთარი თავის ჩათვლით. ეს თუ არ არის ღალატი, მათ შორის საკუთარი თავის, აბა სხვა რა?”, – წერს ზღულაძე.

თაგები:

აქცია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები