ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 7-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ავტორი
Front News საქართველო
სასამართლომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 7 დღით პატიმრობა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გამოაცხადა.
დაკავებულ ექიმს გუშინ რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავებიან.
დღესვე 14 დღით პატიმრობა შეუფარდეს სამოქალაქო აქტივისტი ნიკოლოზ შურღაიას, მასაც რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავებიან.
რუსთაველის გამზირზე 22 ოქტომბერს 30-მდე მოქალაქე დააკავეს.
თაგები:
ვაჟა გაფრინდაშვილი




