Logo

ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი ზაჰესის იზოლატორში გადაიყვანეს

სამართალისაზოგადოება
257
Frontnews image description

ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი ზაჰესის იზოლატორში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა აკადემიკოსი საცხოვრებელი სახლიდან გამოიყვანეს, რასაც ადგილზე შეკრებილი მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა.

"არ ვეთანხმები წარდგენილ ბრალს. მივყვები პოლიციას. არაფერი გულდასაწყვეტი არ არის. გასაგებია. სამშობლო მიყვარდა დღემდე. დღესაც მიყვარს და ხვალაც მეყვარება...

მშვიდობიანი აქცია იყო ისა, არავის არაფრის გადატრიალება და გადმოტრიალება არ უნდოდა, ამას არ ვეთანხმები. ის 350 000 ოჯახი, რომელიც მე მყავს უფასოდ გასინჯული, თავის დასკვნებს გააკეთებს. ბავშვებო, ახალგაზრდებო, არაფერი არ არის დაგვიანებული.

საქართველო აუცილებლად იქნება ევროატლანტიკური დიდი ოჯახის წევრი. თქვენ რა შუაში ხართ. გასაგებია“, - მიმართა მან პოლიციელებს.

მე რა გზითაც გავიზარდე, კომუნისტური წყობის დროსაც ვიცავდი საქართველოს, გავიარე დიდი გზა, დღესაც შემიძლია, რომ გავიარო დიდი გზა. ასე რომ, მე დათრგუნული არა ვარ. სამშობლოსათვის ვიბრძოდით, დღესაც ვიბრძოლებ. რამდენსაც მომისჯიან", - განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა დაკავებისას.

71 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი არის პედიატრი, ბავშვთა კარდიოლოგი-რევმატოლოგი.

შსს-მ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დღეს კიდევ 8 პირი დააკავა. ამ დროისთვის სულ 44 ადამიანია დაკავებული.

 

Advertisement