Logo

“ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში”

საზოგადოება
1491
Frontnews image description

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის ამირან გამყრელიძის თხოვნას  პასუხობს, რომელმაც წმინდა სინოდს მიმართა და მოუწოდა გვერდით დაუდგნენ ექიმებს ვაქცინაციის პროცესში.

დეკანოზი ჯაღამიძის თქმით, ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში და ამასთან, ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია საკუთარ არჩევანში.

"ვაქცინაციასთან მიმართებაში ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში ვაქცინაციასთან დაკავშირებით დღეისათვის ეკლესიას სახელმძღვანელოდ აქვს 11 თებერვლის სინოდის განჩინება, განჩინებაში წერია:

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ – პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ  სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც   განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. 

შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში".

ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა", – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

თაგები:

Advertisement