Logo

ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები რიონის ხეობაში ჩავიდნენ

საზოგადოება
371
Frontnews image description

ცაგერის შემდეგ ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები რიონის ხეობაში ჩავიდნენ. ისინი ჰესის მოწინააღმდეგეების შენიშვნებს უშუალოდ ადგილზე გაეცნენ. 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ შორის შეხვედრა პარასკევს გაიმართება, რომელსაც ყველა დაინტერესებული მხარე დაესწრება.

"მიუხედავად იმისა, რომ დიდი გაბრაზების საფუძველი გვაქვს თითოეულ ჩვენგანს, ჩვენ მშვიდობიანი ფორმით ვახერხებთ ჩვენი სათქმელი გამოვთქვათ და თან რასაკვირველია, არ დავთმოთ პოზიციები, რადგან მართლები ვართ. მომდევნო პარასკევს იქნება შეხვედრა, ჩვენ დავგეგმავთ რა ფორმატში იქნება, მის საჯაროობას და ა.შ. ვისაუბრებთ მნიშვნელოვან მწვავე დეტალებზე და მოვისმენთ ხელისუფლების პასუხს. ვფიქრობ, რომ ჩვენგან სწორი იქნება, მიეცეს ყველას შესაძლებლობა საკუთარი პოზიციები დააფიქსირონ. იმდენად მართალია ის პროცესი რისთვისაც ვიბრძვით, თავისთავად მივიყვანთ გადაწყვეტამდე, ამის დიდი იმედი გვაქვს. თუ შეხვედრაზე არ მივიღებთ პასუხს, რომ "ენკა" დატოვებს ხეობას, მაშინ 14 მარტის აქცია ძალაში რჩება", – განაცხადა ადგილობრივმა ვარლამ გოლეთიანმა.

თაგები:

Advertisement