
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ რომეო მიქაუტაძე დაინიშნა. ის აქამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო და ენერგეტიკის მიმართულებას ხელმძღვანელობდა.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, 2019 წლიდან რომეო მიქაუტაძეს შპს „თბილსერვისჯგუფის“ დირექტორის პოსტი ეკავა. სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა საჯარო უწყებებსა და სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ ენერგოკომპანიებში, ასევე შემდეგ ჰიდროელექტროსადგურებში: „ვარციხე ჰესების კასკადი“, „ზაჰესი“, „ხრამჰესები“ „ჩხოროწყუჰესი“ და სხვა.
2017–2018 წლებში რომეო მიქაუტაძეს ეკავა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ენერგეტიკისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების შერწყმის შედეგად გაერთიანებულ სამინისტროში კი მინისტრის მოადგილის თანამდებობები. 2018–2019 წლებში კი საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის და შემდგომ შპს „ენერგოტრანსის“ ხელმძღვანელის პოზიციებზე საქმიანობდა. რომეო მიქაუტაძეს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო – ღირსების ორდენი ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული პროექტისთვის – 110 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის ჯახუნდერი-მესტიის მშენებლობისთვის.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს