
ავტორი
Front News საქართველო
ეკოტურიზმის განვითარების გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით, დღეს წალენჯიხის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და ეკოტურიზმით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის წარმომადგენლობის ინიციატივით გაიმართა. აღნიშნული შეხვედრის მიზანია დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტისთვის ეკოტურიზმის განვითარების გეგმის მომზადების პროცესში.
შეხვედრის ფორმატში შეიქმნა ფოკუსჯგუფები, რომლებიც ეკოტურიზმის განვითარების გეგმის სხვადასხვა ასპექტებზე იმუშავებენ.
თაგები:
წალენჯიხის მერია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს