
ავტორი
Front News საქართველო
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე „ექთნებისა და მეანი ექთნების საერთაშორისო კვირეულის“ ფარგლებში გამართულ რეგიონულ კონფერენციას დაესწრო და ღვაწლმოსილი ექთანების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
„მადლობა თითოეულ ექთანს პასუხისმგებლობისა და პროფესიონალიზმისთვის. განსაკუთრებული მადლობა კი ღვაწლმოსილ ექთნებს, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში ღირსეულად ატარეს პროფესიის სიყვარული. მათი მრავალწლიანი, უწყვეტი ზრუნვა ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
ექთნებს პროფესიული დღე მიულოცეს და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლემ სოფიო ბაკურიძემ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ნატროშვილმა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა.
კონფერენციის ფარგლებში მადლობის სიგელი და უწყვეტი პროფესიული განათლების 30 კრედიტის დაფინანსების ულიმიტო პაკეტი გადაეცა რეგიონის 32 ღვაწლმოსილ ექთანს.
კონფერენცია თემაზე - "პროფესიული აღიარებისა და განვითარების ეროვნული პლატფორმა“ ეფუძნებოდა საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციების რეკომენდაციებს და მიზნად ისახავდა რეგიონულ და ეროვნულ დონეზე საექთნო და სამეანო პროფესიის განვითარების მხარდაჭერას და ადამიანური რესურსების გაძლიერებას. ღონისძიებას ორგანიზებას უწევდა „ექთანთა გაერთიანება“, ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - „ავიცენა“ და ბათუმის სამედიცინო აკადემია.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს