
ავტორი
Front News საქართველო
“ხალიფას საერთაშორისო სტადიონზე”, A ჯგუფის, მეორე ტურის მეორე თამაში გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ნიდერლანდები და ეკვადორი უპირისპირდებოდნენ, შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
მატჩის მე-6 წუთზე კოდი გაკპომ ნიდერლანდები დააწინაურა და ამის შემდეგ მთელი პირველი ტაიმი ნიდერნალდელთა სასარგებლოდ მიდიოდა, თუმცა მეორე ნახევრიდან ყველაფერი შეიცვალა და 49-ე წუთზე ენერ ვალენსიამ ანგარიში გაათანაბრა.
ამ შედეგით, A ჯგუფში სიტუაცია დაიძაბა, ნიდერლანდები და ეკვადორი 4-4 ქულით პირველ და მეორე ადგილებს ინაწილებენ, 3 ქულით მესამეზე სენეგალია, ხოლო ტურნირის მასპინძელი ყატარი 0 ქულით ბოლო პოზიციაზე და მას ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ აქვს.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი
თაგები:
მსოფლიო ჩემპიონატი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს